ფილიპინების პრეზიდენტი კარანტინის წესების დამრღვევებს მკაცრ გაფრთხილებას აძლევს. როდრიგო დუტერტემ ტელე-მიმართვისას განაცხადა, რომ პოლიციელებსა და სამხედროებს უფლება მისცა ესროლონ იმ პირებს, რომლებიც წესებს არ დაემორჩილებიან. ქვეყნის ლიდერის ამ განცხადებას წინ უძღოდა დედაქალაქის ღარიბებით დასახლებულ გარეუბანში მომხდარი ინციდენტი.
ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია იმის გამო მოაწყვეს, რომ ხელისუფლებამ მათთვის პროდუქტის არასაკმარისი მარაგი ჩაიტანა. ამ დროისთვის ფილიპინებში კორონავირუსის 2300 ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 96-ს აღწევს.